|
დასახელება:
უსაფრთხოების თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
ფაბრიკა 1900
|
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - უსაფრთხოების თანამშრომელი
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
** სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
** სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს ტერიტორიისა და მასზე არსებული მატერიალური ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** საწარმოს ტერიტორიაზე თანამშრომლებისა და ვიზიტორების გადაადგილების კონტროლი;
** საწარმოში შემოსული და გასული პირებისა და საჭიროების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;
** საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედი უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვის მონიტორინგი;
** ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევების დაფიქსირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** კეთილსინდისიერება და პატიოსნება;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** ტრანსპორტირება;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - უსაფრთხოების თანამშრომელი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|