Робота для біженців з України
სანტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სანტექნიკოსი
მომწოდებელი: კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება

თანამდებობა: საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე

დაქვემდებარება:

** უშუალო ხელმძღვანელი
** საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი
** პირდაპირი ხელმძღვანელი
** ლიცეუმის დირექტორი

ფუნქცია-მოვალეობები

ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:

** წყალგაყვანილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და სანტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემების დროული მოგვარება;
** სამხედრო სკოლაში წყალგაყვანილობისა და წყალასადინარების სისტემის ცოდნა და მისი გამართული მუშაობის კონტროლი;
** ყოველდღიურად აწარმოოს კადეტთა სამხედრო სკოლაში არსებული ყველა ობიექტის გეგმიური დათვალიერება და ხელმოწერით დაადასტუროს გამართულობის შესახებ, გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
** დგუშების, წყალგაყვანილობის სისტემებისა და სხვა ობიექტების შემოწმება-რემონტი;
** განაცხადების დროულად წარმოდგენა სათადარიგო ინვენტარისა და ინსტრუმენტების მიღებაზე;
** ყოველდღიურად შეამოწმოს შენობაში არსებული საკანალიზაციო სისტემა;
** უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:

** უზრუნველყოფს განყოფილების უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

განათლება

** ხარისხი (სავალდებულო) — საშუალო;
** შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი;
** ხარისხი (სასურველი) — საშუალო-პროფესიული, შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი სასურველია.

გამოცდილება

** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 2 წლის გამოცდილება.

ცოდნა

** სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** ელექტრო ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების ცოდნა;
** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის მართვის უსაფრთხოების წესების ცოდნა.

კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა;
** გამართულად წერის და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა).

სხვა უნარები:

** უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო;
** კომპიუტერული პროგრამები — ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD).

ანაზღაურება: 1417 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია:

** ელფოსტა: cml@mod.gov.ge
** ტელ: მამუკა ოდიკაძე - 577 197066
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე