|
დასახელება:
უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი საწყობის უფროსი
|
| მომწოდებელი:
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი საწყობის უფროსი
დაქვემდებარება:
** უშუალო ხელმძღვანელი
** უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
** პირდაპირი ხელმძღვანელი
** განყოფილების უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
** საწყობზე რიცხული მატერიალური ქონების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შენახვის უზრუნველყოფა;
** საწყობში მიღების, შენახვისა და გაცემის მეთოდების გაუმჯობესება და სრულყოფაზე წინადადებების შემუშავება, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დანაკლისისა და არასრული დატვირთვის შემთხვევები;
** ქონების აღრიცხვის ორგანიზება და მისი მდგომარეობის სისტემატური კონტროლი;
** საწყობში შემოსული ქონების შესახებ წერილობით მოხსენება ხელმძღვანელ პირზე;
** საწყობზე რიცხული ქონების დოკუმენტური შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან თვეში ერთხელ, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მატერიალური საშუალებების მიღებისა და გაცემის დოკუმენტების სისწორის კონტროლი;
** საწყობის ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარითა და აღჭურვილობით დაკომპლექტების ორგანიზება;
** უზრუნველყოს საწყობის საიმედო დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში საწყობში უსაფრთხოების ზომების გატარება;
** უზრუნველყოფს განყოფილების უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:
** უზრუნველყოფს განყოფილების უფროსის მიერ ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
მოთხოვნები
განათლება:
** საშუალო
** საშუალო-პროფესიული
** ლოჯისტიკის, სამეურნეო, საწყობო მეურნეობის, ეკონომიკის ან მასთან დაკავშირებული სფერო
** ბაკალავრის ხარისხი
გამოცდილება:
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 2 წლის გამოცდილება სასაწყობო მეურნეობაში;
** ინვენტარიზაციისა და მატერიალური ღირებულებების მართვის გამოცდილება;
** სასურველია განათლების ან სამხედრო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა:
** შრომის კოდექსისა და საწყობო რეგლამენტების ცოდნა;
** სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** საწყობო ოპერაციების დაგეგმვა და ორგანიზება;
** მატერიალური ღირებულებების მიღება, შენახვა და გაცემა;
** საწყობო ფართის ოპტიმიზაცია და ეფექტური ორგანიზება;
** მარაგების მართვა და კონტროლი;
** ინვენტარიზაციის ჩატარება და აღრიცხვის წარმოება;
** მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის სწორი წარმოება;
** ელექტრონული და ქაღალდის არქივის მართვა;
** ანგარიშგების რეგულარული მომზადება;
** შტრიხ-კოდების სისტემების ფლობა;
** ელექტრონული ინვენტარიზაციის სისტემების გამოყენების ცოდნა.
სხვა უნარები:
** უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო;
** კომპიუტერული პროგრამები — ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD).
ანაზღაურება: 1936 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია:
** ელფოსტა: cml@mod.gov.ge
** ტელ: მამუკა ოდიკაძე - 577 197066
|
|
|
|