Робота для біженців з України
უზრუნველყოფის ჯგუფის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უზრუნველყოფის ჯგუფის მძღოლი
მომწოდებელი: კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება

თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის მძღოლი

დაქვემდებარება

** უშუალო ხელმძღვანელი
** უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
** პირდაპირი ხელმძღვანელი
** განყოფილების უფროსი

ფუნქცია-მოვალეობები

ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:

** მასზე მიმაგრებული ტექნიკის შენახვა და გამართულობის უზრუნველყოფა;
** მასზე მიმაგრებული ტრანსპორტის მართვა ნებისმიერ კლიმატურ პირობებსა და გზებზე, დღისით და ღამით;
** მანქანის მზადყოფნა ექსპლუატაციისთვის, საგზაო უსაფრთხოებისა და მოძრაობის წესების ცოდნა;
** ტექნიკური მომსახურების პერიოდულობის ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** მანქანისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის ნორმების ცოდნა და მათი ეკონომიურად გამოყენება;
** მანქანის ექსპლუატაციისას მანქანის უფროსის მითითებების შესრულება;
** საგზურის ფურცლის შევსება და დამუშავება;
** ბრძანების გარეშე სხვა პირისთვის სატრანსპორტო საშუალების საჭის მართვის გადაცემის შეზღუდვა;
** სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, უქმე ან დასვენების დღეებში გაწეული მუშაობის სანაცვლოდ მძღოლს მიეცემა დამატებითი დასვენების დღე ან დამატებითი დასვენების საათი;
** ყოველი კვირის ბოლო სამუშაო დღეს წერილობით მოხსენება მასზე მიმაგრებული ტექნიკის გამართულობის შესახებ;
** უზრუნველყოფს სატრანსპორტო ჯგუფის უფროსის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:

უზრუნველყოფს განყოფილების უფროსის - ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

განათლება

ხარისხი (სავალდებულო)

საშუალო

მართვის მოწმობა BCDE კატეგორია

ხარისხი (სასურველი)

საშუალო-პროფესიული

გამოცდილება

შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 3 წლის გამოცდილება

ცოდნა

** იცოდეს და ზუსტად დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები;
** იცოდეს ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების პერიოდულობა;
** იცოდეს მანქანებზე გამოყენებულ საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის ნორმები და ხარისხები;
** იცოდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება საავტომობილო ტექნიკისა და საავტომობილო კოლონების უსაფრთხო მოძრაობის შესახებ.

უნარები

** კომუნიკაბელურობა;
** გამართულად წერის და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა).

სხვა უნარები:

** უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო
** კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD)

ანაზღაურება: 1772 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია:

** ელფოსტა: cml@mod.gov.ge
** ტელ: მამუკა ოდიკაძე - 577 197066
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე