Робота для біженців з України
ფსიქოლოგი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის თანამდებობაზე.

მომსახურება/პროექტი: მცირე საოჯახო ტიპის სახლი
დასაქმების ტიპი: 30 % დატვირთვა.
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინეტრესებული პირისთვის.
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, კახაბრის IV, N6

სამუშაო მიზანი:

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მოგვარება; მათი რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.

მცირე საოჯახო ტიპის სახლის მიზანია - მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებული გარემოთი უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.

ძირითადი მოვალეობები:

** თითოეულ ბენეფიციარზე აწარმოებს პირად საქმეს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოავლენს მსტ სახლის აღსაზრდელის ძალადობის შემთხვევას და ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემს მსტ სახლის ლიდერ/აღმზრდელს და პროგრამის მენეჯერს;
** იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ძალადობის ფაქტი, აღმზრდელთან, მსტ სახლის ლიდერ/აღმზრდელთან და პროგრამის მენეჯერთან შეთანხმებით უზრუნველყოფს აღსაზრდელს ფსიქოლოგიური დახმარებით;
** ძალადობის შემთხვევის მართვისას სხვა ჩართულ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებასა და გეგმის განხორციელებაში;
** იკვლევს ბენეფიციარის აკადემიური ჩამორჩენილობის და ასოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და ატარებს შესაბამის საკორექციო მუშაობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში (ჯგუფური და ინდივიდუალური);
** ხელს უწყობს ბენეფიციარის პოტენციალისა და ინდივიდუალურობის გამოვლენას და ოპტიმალური მიმართულებით წარმართვას;
** მიმდინარე და ჩატარებული ფსიქოლოგიური სამუშაოების პროგრესის განსაზღვრისთვის იყენებს სხვადასხვა ტექნიკას: ტესტირებას, ინტერვიუს და ა. შ.;
** საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას უწევს მსტ სახლის თანამშრომლებს;
** კონსულტირების გზით დახმარებას სთავაზობს ბენეფიციართა მშობლებს/ოჯახის წევრებს (მათი სურვილის შემთხვევაში);
** მსტ სახლის ლიდერ/აღმზრდელს და პროგრამის მენეჯერს აწვდის ინფორმაციას პროგრესთან, შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** პროგრამის მენეჯერს, შეთანხმებული პერიოდულობით, წარუდგენს წერილობით ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგი; სასურველია გავლილი ჰქონდეს აღმზრდელის სატრენინგო კურსი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან);
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება);
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** წერითი და ანალიტიკური უნარები.

პიროვნული მახასიათებლები:

** სხვა ეროვნების, რელიგიებისა და შეხედულებების მიმართ პატივისცემა;
** მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა;
** სასურველია: ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა;
** ემპათიური.

განსაკუთრებული პირობები:

შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ეცნობა ორგანიზაციის "თანამშრომელთა შიდა წესებს და რეგულაციებს", შიდა პოლიტიკის დოკუმენტებს, როგორიცაა: "ქცევისა და ეთიკის კოდექსი", "ბავშვთა და მოწყვლად ზრდასრულთა უსაფრთხოების პოლიტიკა" და სხვ. (პოლიტიკის დოკუმენტები იხ. ვებგვერდზე https://caritas.ge). შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კანდიდატი ეთანხმება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტს, შრომითი ხელშეკრულების პირობებს და სამუშაო აღწერით განსაზღვრული თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება, გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: loredana.monetti@caritas.ge;

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ სასურველი პოზიცია - "ფსიქოლოგი".

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 28.08.26
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 14.09.26

ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე