Робота для біженців з України
ბარის სუპერვაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Tourinvest Group
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბარის სუპერვაიზერის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში .

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის გუნდის მართვა — თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, სამუშაო გრაფიკებისა და ცვლების შედგენა და შესრულების კონტროლი;
** ბარის სტანდარტების დაცვა — სასმელებისა და კოქტეილების მომზადების კონტროლი დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად;
** ინვენტარიზაციისა და მარაგების კონტროლი — ბარის ნაშთების მონიტორინგი, საჭირო პროდუქციის დროული შეკვეთა და მარაგების ეფექტიანი მართვა;
** ჩამოწერებისა და დანაკარგების კონტროლი — ზედმეტი ჩამოწერების, დანაკარგებისა და პროდუქციის არარაციონალური გამოყენების გამოვლენა და შემცირების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა — პროდუქციის შენახვის, მარკირების, ვადების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების ყოველდღიური კონტროლი;
** თანამშრომლების სწავლება და განვითარება — ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, სწავლება და პროფესიული გადამზადება, ასევე არსებული გუნდის ცოდნისა და უნარების განვითარება;
** გუნდური და პროფესიონალური მუშაობის უზრუნველყოფა — ბარში ეფექტიანი სამუშაო გარემოს, თანამშრომლებს შორის სწორი კომუნიკაციის, დისციპლინისა და მაღალი პროფესიული სტანდარტის უზრუნველყოფა.
** გუნდური და პროფესიონალური მუშაობის უზრუნველყოფა — ბარში ეფექტიანი სამუშაო გარემოს, თანამშრომლებს შორის სწორი კომუნიკაციის, დისციპლინისა და მაღალი პროფესიული სტანდარტის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები :

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი;

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** კვებითი უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში

კომპანიის შესახებ

"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე