"Galileo Fitness" ეძებს პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ სერვისის მენეჯერს, რომელიც იზრუნებს კლუბის სისუფთავეზე, წესრიგზე, მომსახურების ხარისხსა და წევრების კომფორტზე.
სამუშაო ადგილი: გლდანი, ქერჩის ქუჩა N6 დ
თქვენი მთავარი ამოცანა იქნება ფიტნეს-კლუბის ყოველდღიური კონტროლი — როგორც სავარჯიშო სივრცეებში, ისე გასახდელებსა და საშხაპეებში.
თქვენი მთავარი ამოცანა იქნება ფიტნეს-კლუბის ყოველდღიური კონტროლი — როგორც სავარჯიშო სივრცეებში, ისე გასახდელებსა და საშხაპეებში.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს მომხმარებლებთან ურთიერთობისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება — მაგალითად, ფიტნეს-კლუბში, სასტუმროში, რესტორანში, მაღაზიაში ან სხვა მსგავს გარემოში. მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღება დეტალებისადმი და ყოველდღიური პროცესების ორგანიზებულად მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: Jobs@galileo.ge ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "სერვისის მენეჯერი".
CV-სთან ერთად მოგვწერეთ 3-5 წინადადებით, როგორ უზრუნველყოფდით კლუბის სისუფთავისა და მომსახურების სტანდარტის ყოველდღიურ დაცვას.
|