|
დასახელება:
ფინანსების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსობრივი განვითარება;
** სილაბუსების მონიტორინგი და განახლება;
** პროგრამის მიზნებისა და სწავლების შედეგების შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან;
** წლიური ანგარიშებისა და თვითშეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
** აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** სტაჟირების ობიექტებთან და დამსაქმებლებთან კომუნიკაცია;
** სასწავლო და საგამოცდო პროცესების კოორდინაცია;
** სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან უკუკავშირის მიღება;
** საგრანტო პროექტების მოძიება, სტუდენტური კვლევითი მუშაობის მხარდაჭერა და საჯარო აქტივობების ინიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება — განათლების სფეროში მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 1 წლისა ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** ინგლისური ენა - მინიმუმ B2+დონეზე;
** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი აქტები;
** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები;
** ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი.
პიროვნული უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
** CV;
** სამოტივაციო წერილი;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი;
** სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 10 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|