Робота для біженців з України
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სადოქტორო პროგრამის აკადემიური და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელობა და განვითარება;
** პროგრამის შესაბამისობის უზრუნველყოფა თანამედროვე აკადემიურ, კვლევით და საერთაშორისო სტანდარტებთან;
** პროგრამის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების განხორციელების კოორდინაცია;
** პროგრამაში ჩართული აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია;
** დოქტორანტების კვლევითი საქმიანობის, აკადემიური პროგრესისა და სამეცნიერო განვითარების ხელშეწყობა;
** ადგილობრივ და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და პროფესიულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება;
** დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო კვლევით პროექტებში, კონფერენციებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებში ჩართულობის ხელშეწყობა;
** აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვის ხელშეწყობა;
** პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის, თვითშეფასებისა და აკრედიტაციის პროცესებში მონაწილეობა;
** პროგრამის განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება - მინიმუმ 6 წელი;
** საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების ან განვითარებისათვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება;
** ბოლო 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო ინდექსის მქონე რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომით და/ან პრაქტიკული/შემოქმედებითი/საშემსრულებლო პროექტი;
** სასურველია დოქტორანტების/კვლევითი ნაშრომების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ინგლისური ენა - მინიმუმ B2+ დონეზე;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

** CV;
** სამოტივაციო წერილი;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი;
** სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი.

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე