Робота для біженців з України
დამფასოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამფასოებელი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს დამფასოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:

** შესაფუთ ხაზზე მზა პროდუქციის შეფუთვის პროცესში მონაწილეობა და პროდუქციის შეფუთვა დადგენილი სტანდარტებისა და სამუშაო ინსტრუქციების შესაბამისად.
** შეფუთვის ხარისხის, ეტიკეტირების, თარიღის, შეფუთვის მთლიანობისა და პროდუქციის ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი.
** შეფუთული პროდუქციის შესაბამის ყუთებში განთავსება, დალაგება და შემდგომი გადაადგილებისთვის მომზადება.
** სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ შესაფუთი ხაზის, სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის დასუფთავება და სათანადო ჰიგიენურ მდგომარეობაში მოყვანა.
** სანიტარული, ჰიგიენური, სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა.
** დანადგარებისა და სამუშაო ინვენტარის სწორი და უსაფრთხო გამოყენება.

კანდიდატის პროფილი:

** საბაზისო განათლება;
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ?

** საერთაშორისო სტანდარტების მქონე საწარმოში ღირებული პრაქტიკული გამოცდილების მიღება
** კონკურენტული ანაზღაურება 1180 ლარიდან
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი)
** ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა
** ფიტპასის ან საოჯახო დაზღვევის თანადაფინანსება
** კვება

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, სამი ცვლა: დღის, საღამოს, ღამის (ერთი ცვლა - 8 საათი).

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: vacancy.geo@pepsico.com 28 სექტემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე