|
დასახელება:
არქიტექტორი
|
| მომწოდებელი:
m²
|
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა, მაშინ შემოუერთდი m²-ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საპროექტო ტერიტორიის საწყისი ანალიზი პირველადი ფინანსური მოდელისთვის, არსებული მდგომარეობის შესწავლა და ქალაქგეგმარებით პარამეტრებთან შესაბამისობის შეფასება;
** პროექტის შემუშავება ან არსებულის კორექტირება, საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესაბამისად;
** საპროექტო ნახაზების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში ხარვეზების სწრაფი ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, ან პროექტის კორექტირება;
** მუშა დოკუმენტაციის დამუშავება ან არსებულის შემოწმება/კორექტირება;
** კონსტრუქციული, არქიტექტურული და საინჟინრო ნახაზების შესაბამისობის დადგენა;
** სანებართვო დოკუმენტაციის შესაბამის უწყებებში წარდგენა და ნებართვის მოპოვება, ან პროცესში აქტიური ჩართულობა (მათ შორის ვადების კონტროლი);
** ნებართვის მოსაპოვებლად ან პირველადი ესკიზური პროექტისთვის საჭირო რენდერების და ფოტომონტაჟის მომზადება;
** ფინანსების დეპარტამენტისთვის ბიზნეს მოდელის შესაქმნელად GBA, K2, NSA - ფართების მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ტენდერისთვის საჭირო სრული საპროექტო დოკუმენტების მომზადება/მიწოდება შესყიდვების დეპარტამენტისთვის და ტექნიკურ საკითხებში მხარდაჭერა;
** სამშენებლო გუნდისთვის საპროექტო მასალების მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** პროექტის კორექტირებების ანალიზი, ფინანსურ მოდელთან თავსებადობის შეფასება და საჭირო ცვლილებების განხორციელება;
** ექსპლუატაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა ობიექტზე.
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Archicad/Autocad/Revit/3D Max ან რენდერისთვის საჭირო სხვა პროგრამა);
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ, 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "არქიტექტორი".
ვაცხადებ თანხმობას, ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|