|
დასახელება:
შეკვეთების გამშვები სპეციალისტი/ამგროვებელი
|
| მომწოდებელი:
საკონდიტრო ბელა
|
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების გამშვები სპეციალისტის/ამგროვებლის პოზიციაზე!
შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:
https://www.facebook.com/tortibela
https://www.instagram.com/patisserie_bela/
https://www.tiktok.com/@belastorti
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე);
ანაზღაურება: 1200 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
მოვალეობები:
** პროდუქციის სწორად და დროულად ჩალაგება, ეტიკეტირება და მაღაზიებში გაგზავნის ორგანიზება;
** შეკვეთების არსებულ ნაშთებთან/მარაგებთან გადამოწმება და დამუშავება;
** შეკვეთილი (ინდივიდუალური) ტორტებისა და დამზადებული პროდუქციის გადამოწმება;
** უზრუნველყოფს შეკვეთების გაგზავნას შესაბამისი დოკუმენტაციის (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა და სხვ.) მომზადებას;
** დაბრუნებული ან შეცვლილი შეკვეთების მართვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** მჭიდრო თანამშრომლობა მაღაზიებთან, წარმოებასა და ლოჯისტიკის გუნდთან;
** პასუხისმგებელია ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიაში დანერგილი სტანდარტების დაცვაზე.
მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|