|
დასახელება:
ტენდერების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
IDEA
|
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
კომპანია "ბლექ სი მეტალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ტენდერების სპეციალისტის პოზიციაზე.
** ლოკაცია: ბათუმი;
** სამუშაოს გრაფიკი: სრული;
** დასვენების დღეები: კვირაში ორი დღე;
** ანაზღაურება: (შეთანხმებით).
ძირითადი მოვალეობები:
** სახელმწიფო და კერძო შესყიდვების პორტალების ყოველდღიური მონიტორინგი.
** სატენდერო დოკუმენტაციისა და ტექნიკური დავალების დეტალური ანალიზი.
** სატენდერო წინადადებების მომზადება, ატვირთვა და პროცესის სრული მართვა.
** საჭირო დოკუმენტაციის (ცნობები, ავტორიზაციები, რეკომენდაციები და ა.შ.) დროული მომზადება და გამოთხოვა შესაბამისი უწყებებიდან.
** ტენდერში გამარჯვების შემდგომ ხელშეკრულების გაფორმების პროცესის ასახვა და კოორდინაცია.
** სატენდერო კომისიასთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში პრეტენზიების/საჩივრების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით).
** სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემასთან (procurement.gov.ge) მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა.
** საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: hrideavacancy@gmail.com. გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|