|
დასახელება:
სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Match Up Consulting
|
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლება ან სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — სწორედ შენ გეძებთ!
"Match Up Consulting"-ი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ყიდის სამედიცინო აპარატურას, ეძებს სამედიცინო გაყიდვების მენეჯერს!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: საშუალო ჯამური ანაზღაურება 8000 + ლარი, გაყიდვების გეგმების შესრულებისას:
** ფიქსირებული: 3000 ლარი ხელზე ასაღებიდან გეგმის შესრულების პროპორციული პროცენტულობით;
** ბონუსი: 5% გაყიდულიდან;
** სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ 10:00-18:00 (1 სთ შესვენება);
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (გმირთა მოედანი; შემდგომში ბელიაშვილის ქუჩა);
** ვიზიტების განხორციელებისას: საწვავით ან ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
** შვებულება - 24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებში - დასვენება;
** კორპორატიული ნომერი და სასაუბრო დრო;
** პროფესიული ტრენინგი მუშაობის დაწყებამდე.
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** კომპანიის პროდუქტის კარგი ცოდნა;
** მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან ვიზიტი; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი;
** მომხმარებლების ბაზის გაფართოება; შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება;
** გეგმური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
აუცილებელია, რომ: ჰქონდეს უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით ან სამედიცინო მიმართულებით გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება.
გაგვიხარდება, თუ:
** გაქვს CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suite).
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/IW1NT
|
|
|
|