Робота для біженців з України
ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 743037_Attachments_8736657.zip
შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებების პროცესში ჩართულობა;
** უნივერსიტეტის ელექტრონულ პორტალზე მონაცემების ასახვა.
** აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ავტორიზაციასთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ჩატარებული ტრენინგების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებისა და ოქმების მომზადების პროცესში ჩართულობა;
** სასწავლო პროგრამების თვითშეფასების პროცესში ჩართულობა;
** სასწავლო კურსების თვითშეფასების პროცესში ჩართულობა;
** სასწავლო პრაქტიკის თვითშეფასების პროცესში ჩართულობა;
** პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ინგლისური ენა - B2+ დონეზე;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე (უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** CV - ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის, 10 სექტემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე