|
დასახელება:
სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
|
თანდართული ფაილი:
743037_Attachments_8736657.zip
|
შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და შესაბამის ელექტრონულ სისტემებში/პორტალზე ასახვა;
** სასწავლო ცხრილებთან, სასწავლო კურსებთან, სტუდენტებსა და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და განახლება;
** გამოცდების ორგანიზებისა და ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა;
** გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და სტუდენტებისა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის ინფორმირება;
** სასწავლო პროცესისა და გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და აღრიცხვა;
** სტუდენტებთან, აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან და უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი პროცესების კოორდინაციაში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ინგლისური ენა - B2+ დონეზე;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე (უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
შერჩევის ეტაპები:
** CV - ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|