Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: Bar Centrale
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
იტალიური კაფე-რესტორან "Bar Centrale"-ში ვეძებთ ბარისტას.

თუ გიყვარს კარგი ყავა, იტალიური კულტურა, ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
** ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: კვირაში 5 დღე, I ცვლა - 09:00-17:00, II ცვლა - 16:00-00:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება, შეკვეთის სწორად დამუშავება და შესაბამისი პროდუქციის/სასმლის მიწოდება;
** მენიუში წარმოდგენილი სასმელების მომზადება რეცეპტებისა და სტანდარტების დაცვით;
** ყავის აპარატისა და საფქვავის შემოწმება და გამართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** დახლზე განთავსებული პროდუქციის მოწესრიგება, დროული შევსება და რეალიზაცია;
** პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი;
** სალარო ოპერაციების სრულყოფილად შესრულება;
** სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურებისა და სასიამოვნო გამოცდილების შეთავაზება;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** ბარისტად მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩაითვლება უპირატესობად;
** მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება დეტალებისადმი და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა და საქმისადმი მოწესრიგებული დამოკიდებულება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@barcentraletbilisi.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბარისტა".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე