|
დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ელტეგი
|
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
კომპანია "ელტეგი" 2007 წელს დაარსდა და წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიზანია აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება, არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.elteg.ge/
კომპანია "ელთეგი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქეთევან წამებულის გამზ. #44/3, თბილისი, საქართველო
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზრაურება 1500 (NET) + კვარტალური ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში არსებული ნაწილებისა და მასალების სრული ინვენტარიზაცია;
** არსებული მარაგების კატეგორიზაცია და სისტემატიზაცია;
** თითოეული ნაწილისთვის უნიკალური კოდის/SKU-ის მინიჭება;
** პროდუქციის დასახელებების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ერთეულების სტანდარტიზაცია;
** საწყობის ფიზიკური სივრცის ზონებად დაყოფა და ლოკაციების განსაზღვრა;
** საწყობში მიღება-გაცემის პროცესის ორგანიზება;
** რეალურ დროში (Live) ნაშთების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შექმნა/მართვა;
** მინიმალური და კრიტიკული ნაშთების კონტროლი;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და სხვაობების გამოვლენა;
** შესყიდვების/მომარაგების გუნდთან ინფორმაციის კოორდინაცია;
** დეფიციტური, ნელბრუნვადი და ზედმეტი მარაგების კონტროლი;
** საწყობის მონაცემების სისტემაში მუდმივი განახლება;
** ხელმძღვანელობისთვის მარაგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საწყობის მარაგების მართვისა და ინვენტარიზაციის პრინციპების ცოდნა;
** SKU/კოდირების სისტემისა და პროდუქციის სტანდარტიზაციის ცოდნა;
** საწყობის ლოკაციებისა და ზონირების ორგანიზების ცოდნა;
** მარაგების მინიმალური, კრიტიკული, ზედმეტი და ნელბრუნვადი ნაშთების კონტროლის ცოდნა;
** მიღება-გაცემისა და ნაშთების მოძრაობის კონტროლის ცოდნა;
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** ERP/WMS სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** მარაგების ანგარიშებისა და ანალიტიკური მონაცემების მომზადების უნარი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Llabadze@elteg.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის ოპერატორი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|