|
დასახელება:
სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
მედიქალ ვორლდი
|
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი
"Medical World Spa & Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!!
"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ლუარსაბ ანდრონიკაშვილის N 3
ანაზღაურება: 1500 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობისა და სამეურნეო სივრცეების სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სამეურნეო მასალებით მომარაგება;
** საწყობში პროდუქციის მიღება, განთავსება, გადაადგილება და მოწესრიგება;
** პროდუქციისა და საჭირო მასალების დატვირთვა-გადმოტვირთვაში დახმარება;
** ავტომობილების მოვლა-პატრონობა, სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** ავტომობილების ყოველდღიური მდგომარეობის შემოწმება და ხარვეზების დროული დაფიქსირება;
** ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებაზე მიყვანის ორგანიზება;
** ავტომობილებში საჭირო ინვენტარისა და მასალების მოწესრიგება;
** ტრანსპორტირებასთან/ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაცია;
** მძღოლებთან კომუნიკაცია და ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების დროული აღმოფხვრა;
** ჯარიმების პრევენცია და აღრიცხვა;
** რეპორტინგი ზემდგომ პირთან;
** საჭირო პროდუქციის, ინვენტარისა და მასალების რეგიონებში ტრანსპორტირება;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონებში გადაადგილება და მივლინებებში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა სამეურნეო, ლოჯისტიკური და ავტოპარკთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია საშუალო ან პროფესიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის კარგი პრაქტიკული გამოცდილება;
** რეგიონებში გადაადგილებისა და მივლინებებში ყოფნის მზაობა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დავალებების დროულად შესრულების უნარი;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** პროდუქციისა და მასალების სწორად განთავსებისა და ტრანსპორტირების უნარი;
** ავტომობილის მოვლისა და ელემენტარული ტექნიკური საკითხების ცოდნა;
** ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ და სიფრთხილე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩვენთან დაგხვდებათ:
** თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს;
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში.
** ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც).
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შებამისი გვერდები: https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|