|
დასახელება:
ანიმატორ-მოლარე
|
| მომწოდებელი:
Hopihop
|
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
თბილისი მოლში, "Hopihop"-ის ბანჯი ბატუტი ანიმატორ-მოლარეს ეძებს.
თუ გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, შეგიძლია მათთვის მხიარული განწყობის შექმნა და ხარ პასუხისმგებლიანი, ეს ვაკანსია შენთვისაა!
რას გთავაზობთ?
** მეგობრულ და მხიარულ გუნდში დასაქმებას;
** სამუშაო გრაფიკი კვირაში 40 საათი (6 საათიანი ცვლები: 10:00-16:00 / 16:00-22:00, შაბათ-კვირა 8 საათიანი ცვლა);
** დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე;
** ანაზღაურება 1100 ლარიდან (ინდივიდუალური გაყიდვების ბონუსი);
რა იქნება შენი მოვალეობა?
** ბავშვებისთვის მხიარული განწყობის შექმნა და დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში
** მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
** პლატფორმის ყოველდღიური შემოწმება.
ვის ვეძებთ?
** მხიარულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს; ვინც ინგლისურს მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ფლობს;
** კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და შეუძლია მათი გართობა;
** სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge. სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "ანიმატორი-მოლარე", ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 571 96 96 12.
|
|
|
|