Робота для біженців з України
კლინიკური მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ვიანი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
სს "ვიანი" მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ჰოსპიტალში კლინიკური საქმიანობის ორგანიზება და ზედამხედველობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გაიდლაინების, პროტოკოლებისა და სტანდარტების დანერგვისა და შესრულების უზრუნველყოფა;
** ჰოსპიტლის კლინიკური სერვისების უსაფრთხო, ეფექტიანი და მოქმედ პროფესიულ და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ჰოსპიტლის დირექტორთან და კლინიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით;
** კლინიკური დეპარტამენტებისა და სამედიცინო პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კლინიკური პროცესების ეფექტიანობის სისტემური შეფასება;
** კლინიკური ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების მონიტორინგში მონაწილეობა, შედეგების ანალიზი და კლინიკური გაუმჯობესების ღონისძიებების ინიცირება;
** კლინიკური აუდიტების, შემთხვევათა განხილვის, სიკვდილიანობისა და გართულებების ანალიზის პროცესების ორგანიზება და შესაბამისი გაუმჯობესების ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
** არასასურველი კლინიკური მოვლენების, გართულებებისა და მაღალი რისკის შემთხვევების განხილვაში მონაწილეობა, ძირეული მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
** ექიმთა კვალიფიკაციის, უფლებამოსილებისა და კლინიკური პრივილეგიების მინიჭების/გადახედვის პროცესის კოორდინაცია დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** სამედიცინო პერსონალის კლინიკური საქმიანობისა და პროფესიული შესრულების პერიოდული შეფასების პროცესის ორგანიზება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის, სრულყოფილებისა და კლინიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** კლინიკური პროცესების - პაციენტის მიღების, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, კონსულტაციის, ჰოსპიტალიზაციის, გადაყვანისა და გაწერის - გამართულობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება, კლინიკური განათლებისა და ტრენინგების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
** დაქვემდებარებული კლინიკური სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია, პასუხისმგებლობების ეფექტიანი განაწილება და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სისტემური თანამშრომლობა;
** კლინიკური პერსონალის საჭიროების, დატვირთვისა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი რესურსების შეფასებაში მონაწილეობა;
** ჰოსპიტლის ხარისხის დირექტორთან თანამშრომლობა კლინიკური ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოების, რისკების მართვის, აკრედიტაციისა და გაუმჯობესების პროცესებში;
** კლინიკურ კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, მარეგულირებელი და პროფესიული მოთხოვნების მონიტორინგი და კლინიკურ პრაქტიკაში მათი დანერგვის უზრუნველყოფა;
** დადგენილი კლინიკური და ოპერაციული შესრულების ინდიკატორების მონიტორინგი და შესაბამისი სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება;
** ჰოსპიტლის შიდა პოლიტიკების, პროცედურების, კლინიკური სტანდარტებისა და სხვა სავალდებულო მოთხოვნების დაცვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება მედიცინის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით; სასურველია სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში;
** კლინიკური მენეჯერის აკრედიტებული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
** სამედიცინო დაწესებულებაში მენეჯერულ/ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

აუცილებელი ცოდნა:

** საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნები; საერთაშორისო ხარისხისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნას ენიჭება უპირატესობა;
** კლინიკური მმართველობისა და პაციენტის უსაფრთხოების პრინციპები;
** კლინიკური გაიდლაინების, პროტოკოლებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპები;
** კლინიკური აუდიტის, შემთხვევათა განხილვისა და კლინიკური შედეგების შეფასების ძირითადი მეთოდები;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების მოთხოვნები;
** ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული ლიტერატურისა და დოკუმენტაციის გამოყენების დონეზე;
** MS Office პროგრამები.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროისა და რესურსების ეფექტიანი მართვა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების სისტემური იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან თანამშრომლობის უნარი;
** კონფლიქტური და რთული კლინიკური სიტუაციების მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების და მუდმივი სწავლის შესაძლებლობას;
** თანამშრომლისთვის სპეციალურ პირობებს ჰოსპიტლის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე;
** სპეციალურ ფასდაკლებებს სააფთიაქო ქსელში (ჯიპისი და ფარმადეპო);
** "იმედი L"-ის ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ. ფოსტაზე: bih@vian.health. ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: "კლინიკური მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე