|
დასახელება:
საქმის მწარმოებელი/ობიექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ადკ ინჟინერინგი
|
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
"ადკ ინჟნერინგი" აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებელის/ობიექტის მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სექტორი: სამშენებლო-საინჟინრო.
ანაზღაურება განისაზღვრება შეთანხმების შემდგომ.
ძირითადი მოვალეობები:
** MEP სამუშაოების წარმოების ორგანიზება და ყოველდღიური კონტროლი ობიექტზე;
** გათბობა-გაგრილების (HVAC), ვენტილაციის, წყალმომარაგება-კანალიზაციისა და ელექტრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების კოორდინაცია;
** ქვეკონტრაქტორებისა და სამონტაჟო ჯგუფების მართვა;
** საპროექტო ნახაზებთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი;
** სამუშაოების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** MEP სისტემებს შორის კოლიზიებისა და ტექნიკური საკითხების დროული გამოვლენა და შესაბამის სპეციალისტებთან კოორდინაცია;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების კონტროლი;
** მასალების საჭიროებების განსაზღვრა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
** პროექტის მენეჯერთან, ინჟინრებთან, არქიტექტორებთან და სხვა სამშენებლო მიმართულებებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;
** პროექტის მიმდინარეობის შესახებ რეგულარული რეპორტინგის წარმოება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების დათვლასა და ფორმა №2-ის კალკულაციაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** MEP/სამშენებლო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** საინჟინრო ნახაზების თავისუფლად წაკითხვის უნარი;
** HVAC, ვენტილაციის, სანტექნიკისა და ელექტრო სისტემების სამუშაო პროცესების ცოდნა;
** სამშენებლო პროცესებისა და სამუშაოთა თანმიმდევრობის კარგი ცოდნა;
** ქვეკონტრაქტორებთან და სამუშაო ჯგუფებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** MS Excel-ის კარგად ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების უნარი;
** AutoCAD-ისა და MS Office-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: juli.ch@adksolutions.ge.
|
|
|
|