|
დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
რეფიქსი
|
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში ასახვა;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** RS.ge-ზე გამოწერილი ზედნადებების საბუღალტრო პროგრამასთან შედარება;
** საბუღალტრო მონაცემების სისწორისა და შესაბამისობის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** RS.ge-სთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე.
** ანაზღაურება: პირველი თვე 1200 ლარი, მომდევნო თვიდან 1600 ლარი (NET);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის III შესახვევი, N 2ა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@reffix.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|