Робота для біженців з України
უმცროსი Full-Stack დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი Full-Stack დეველოპერი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი Full-Stack დეველოპერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სააგენტოს ვებგვერდების, პორტალებისა და შიდა სისტემების მხარდაჭერა და ფუნქციონალის განვითარება;
** არსებული ვებ აპლიკაციების განახლებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მარტივი CRUD ოპერაციების რეალიზება;
** REST API-ებთან მუშაობა და frontend-სა და backend-ს შორის ინტეგრაციის განხორციელება;
** ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირებასა და ანალიზში მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან მონათესავე მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ან შესაბამისი საგანმანათლებლო/სასწავლო პროექტები;
** Frontend ტექნოლოგიები: React.js, TypeScript, HTML/CSS, Tailwind CSS;
** Backend ტექნოლოგიები: C#, .NET;
** მონაცემთა ბაზები: PostgreSQL ან MS SQL-თან მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
** ვერსიების კონტროლის სისტემის ცოდნა: Git (GitHub / GitLab);
** ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B2 დონე).

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს:

** React + TypeScript-ზე პრაქტიკული პროექტის გამოცდილებით;
** Next.js-ის გამოცდილებით;
** Redux-ის ან სხვა state management ტექნოლოგიის ცოდნით;
** Entity Framework Core-ის ცოდნით;
** Swagger-ის გამოყენების გამოცდილებით;
** SQL-ისა და მონაცემთა ბაზების სიღრმისეული ცოდნით.

უნარ-ჩვევები:

** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად მოძიებისა და გადაწყვეტის უნარი;
** ინიციატივიანობა და ახალი იდეების შეთავაზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში, განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/ZnNGy
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე