|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი ექსპორტის მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
თხილეულის ექსპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების (ექსპორტის მიმართულებით) მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საერთაშორისო გაყიდვების/ექსპორტის მიმართულებით გამოცდილება მინიმუმ 3 წელი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საერთაშორისო ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ახალი კლიენტების მოძიება და არსებულის პორტფელის მართვა;
** საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების სტრატეგიისა და სისტემის შექმნა და დანერგვა (დისტრიბუტორები, იმპორტიორები, ონლაინ პლატფორმები);
** პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** კონტრაქტების, კომერციული პირობებისა და მიწოდების პროცესების კოორდინაცია;
** ექსპორტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
** გაყიდვების გეგმების შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
** რისკების შეფასება და ექსპორტის პროცესების ოპტიმიზაცია.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.
კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნების გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელმისამართზე: agritrade.ge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების ექსპორტის მენეჯერი".
|
|
|
|