არსებული კვების ობიექტი აცხადებს ვაკანსიას აზიური სამზარეულოს შეფ-კონსულტანტის პოზიციაზე.
ვგეგმავთ ჩვენს მოქმედ კვების ობიექტში თანამედროვე აზიური სამზარეულოს მიმართულების დამატებას, რომელიც მიტანისა სერვისზე (Delivery) იქნება ორიენტირებული.
კონცეფცია მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა:
** სუში და სხვადასხვა სახეობის როლები;
** აზიური ნუდლსები / ატრიის კერძები;
** Wok-ზე მომზადებული კერძები;
** შემწვარი ბრინჯი სხვადასხვა დანამატით — ქათმით, საქონლის ხორცით, ზღვის პროდუქტებით ან ბოსტნეულით;
** აზიური სტილის სუპები, მათ შორის Ramen, Tom Yum და მსგავსი ტიპის კერძები;
ვეძებთ გამოცდილ ადამიანს, რომელიც სრულად დაგვეხმარება აღნიშნული მიმართულების კონცეფციის შექმნაში, მენიუს ფორმირებაში, სტანდარტიზაციასა და შემდგომ განვითარებაში.
შენი როლი იქნება:
** კონკურენტუნარიანი და Delivery-ზე მორგებული აზიური მენიუს შემუშავება;
** სუშის, როლების, ნუდლსების, Wok კერძების, შემწვარი ბრინჯის, აზიური სუპებისა და სხვა შესაბამისი კერძების რეცეპტურის შექმნა;
** ინგრედიენტების ზუსტი ჩამონათვალის, გრამაჟების, გამოსავლიანობისა და პორციის სტანდარტის განსაზღვრა;
** თითოეული კერძის მომზადების ტექნოლოგიისა და სამუშაო პროცესის სტანდარტიზაცია;
** საჭირო ნედლეულის, სოუსების, სანელებლებისა და ნახევარფაბრიკატების შერჩევა;
** არსებული სამზარეულოს თანამშრომლების პრაქტიკული გადამზადება აზიური კერძების მომზადების მიმართულებით;
** მზარეულებისთვის კერძის მომზადების სწავლება;
** ობიექტზე (პერიოდულად) კერძების გემოს, ხარისხის, ვიზუალის, გრამაჟისა და სტაბილურობის კონტროლი;
** ახალი მზარეულის დამატების შემთხვევაში მისი შესაბამისი გადამზადება და სტანდარტებში ჩართვა;
** პერიოდული ვიზიტები ობიექტებზე და ხარისხის კონტროლი;
** მენიუს პერიოდული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ახალი კერძების დამატება, არსებული პოზიციების გაუმჯობესება ან ჩანაცვლება;
მოთხოვნები:
** აზიური / Pan-Asian სამზარეულოს მიმართულებით პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
** სუშისა და როლების, ნუდლსების, Wok კერძების, აზიური ბრინჯის, სუპებისა და სოუსების მომზადების გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა;
რას გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, ნულიდან ჩამოაყალიბოთ და განავითაროთ აზიური სამზარეულოს დამოუკიდებელი მიმართულება;
** მუშაობას უკვე მოქმედ კვების ობიექტთან და არსებულ სამზარეულოს გუნდთან;
** თავისუფალ და მოქნილ სამუშაო ფორმატს;
** არ არის აუცილებელი ობიექტზე ყოველდღიური ყოფნა — საწყისი ეტაპის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა ძირითადად მოიცავს პერიოდულ ვიზიტებს, ხარისხის კონტროლს, გუნდის ტრენინგსა და მენიუს განვითარებას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას წარმატებული კონცეფციის შემთხვევაში;
** ანაზღაურების მოტივაციურ სისტემას — აზიური სამზარეულოს მიმართულებიდან მიღებული შემოსავლის შეთანხმებული პროცენტი.
სამუშაო ფორმატი:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ცენტრალური საბურთალო;
** დასაქმების ფორმა: მოქნილი / საკონსულტაციო თანამშრომლობა;
** საწყის ეტაპზე საჭიროა პროექტში აქტიური ჩართულობა — მენიუს შექმნა, ტექნიკური ბარათების მომზადება, კერძების ტესტირება და გუნდის გადამზადება;
** შემდგომ ეტაპზე — პერიოდული ვიზიტები, ხარისხის კონტროლი, ახალი თანამშრომლების ტრენინგი და მენიუს პერიოდული განახლება;
** ანაზღაურება: აზიური სამზარეულოს მიმართულებიდან მიღებული შემოსავლის შეთანხმებული პროცენტი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ან ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ. yummirestraurant@gmail.com
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
|