Робота для біженців з України
სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 სექტემბერი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატებისა და ტექნოლოგიური ინსტალაციების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** მუზეუმში არსებული ექსპონატების რეგულარული შემოწმება, დიაგნოსტიკა და ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიცირება;
** საშუალო სირთულის ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად აღმოფხვრა და რთულ შემთხვევებში შესაბამისი სპეციალისტების/კონტრაქტორების ჩართვა;
** მუზეუმის ექსპონატების ტექნიკური მოვლა-პატრონობის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
** მუზეუმის ტექნიკური ინფრასტრუქტურის (ინტერაქტიული სისტემები, სენსორები, მექანიკური და ელექტრონული კომპონენტები) გამართულობის ზედამხედველობა;
** უმცროსი ტექნიკოსის საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** ტექნიკური სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და ინვენტარის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ექსპონატების მონტაჟში, დემონტაჟსა და განახლებაში მონაწილეობა და პროცესის კოორდინაცია;
** მუზეუმში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფა;
** მუზეუმის ექსპონატების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ღონისძიებებისა და ვიზიტორების მომსახურების პროცესში;
** მუზეუმის ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებული ანგარიშგებაში მონაწილეობა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ინჟინერია, მექანიკა, ელექტრონიკა ან დაკავშირებული სფერო).

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მოწყობილობების მოვლა-პატრონობის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით.

დამატებითი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება ინტერაქტიული სისტემების, ელექტრონიკის ან მექანიკური მოწყობილობების მართვაში.

უნარ-ჩვევები:

** ტექნიკური აზროვნება;
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის უნარი.

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/ZJUXR
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე