შპს "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ: სასაწყობე ოპერაციების ადმინისტრირება, პროგრამული აღრიცხვა და სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა.
შესასრულებელი სამუშაო:
** სასაწყობე განლაგების დაგეგმარებაში მონაწილეობა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღებისა და გაცემის პროგრამული აღრიცხვა;
** კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეყვანა;
** ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭებაში მონაწილეობის მიღება და საწყობში განთავსება;
** სასაწყობე ნაშთიდან ნაწილების ჩამოწერა სწორი ბრუნვის უზრუნველსაყოფად;
** ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
** აღრიცხვის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).
დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://gsm.selfrecruit.ge/s/iYpE
|