ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და კრეატიულ ადამიანს, რომელიც "Gigi On The Road"-ის გუნდს შემოუერთდება და მონაწილეობას მიიღებს როგორც პროექტების ორგანიზებაში, ისე ბრენდის განვითარებასა და აუდიტორიის ზრდაში.
On-site | Full-time / სრული განაკვეთი
მოვალეობები:
** YouTube, Instagram, TikTok და სხვა პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** გადაღებებისა და პროექტების ლოჯისტიკურ ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ახალი იდეების მოძიება აუდიტორიის გასაზრდელად;
** კონტენტის მიმართულებებისა და ახალი ფორმატების იდეების შეთავაზება;
** ტრენდებისა და სოციალური მედიის ტენდენციების კვლევა;
** კონტენტის შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;
** ბრენდის ონლაინ-პოზიციონირებისა და ცნობადობის ზრდაში მონაწილეობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების გენერირების უნარი;
** რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
** სოციალური მედიის პლატფორმების კარგი ცოდნა;
** YouTube, Instagram და TikTok-ის მუშაობის საბაზისო პრინციპების ცოდნა;
** ტრენდებისა და ონლაინ კონტენტის მიმართ კარგი ხედვა;
** სწრაფად სწავლისა და განვითარებისთვის მზადყოფნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროექტების მენეჯმენტის, მარკეტინგის, SMM-ის ან კონტენტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** სრულ განაკვეთზე დასაქმებას/სტაბილურ შემოსავალს;
** კომფორტული სამუშაო სივრცე/ოფისი;
** გადაღებებზე Gigi On The Road-ის გუნდთან ერთად მუშაობა;
** პროფესიულ განვითარებას და დიდი გამოცდილების მიღებას;
** კრეატიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი CV
გადადით ბმულზე და შეავსეთ ფორმა - https://forms.gle/3ANvVW3Xu3G5eG6j8
|