Робота для біженців з України
ოპერაციების ადმინისტრირების ჯგუფის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების ადმინისტრირების ჯგუფის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
"ტერაბანკში" ოპერაციების ადმინისტრირების ჯგუფის სპეციალისტს ვეძებთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ცენტრალიზებული ფილიალებიდან მიღებული კლიენტების განაცხადების საფუძველზე ფიზიკური პირების პირადი მონაცემების შემოწმება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილების და ბანკის შიდა ინსტრუქციებთან შესაბამისობაში ყოფნის შემოწმება; საბანკო პროგრამაში "კლიენტის" ავტორიზაცია;
** ბანკის საოპერაციოს პროგრამაში (B6) რეგისტრირებული იურიდიული პირების ("კლიენტი") მონაცემების შემოწმება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილების და ბანკის შიდა ინსტრუქციებთან შესაბამისობაში ყოფნის შემოწმება; საბანკო პროგრამაში კლიენტის ავტორიზაცია;
** ბანკის ფილიალებში რეგისტრირებული ფიზიკური პირების დროული ავტორიზების კონტროლი; პერმანენტულად არაავტორიზებული "კლიენტების" შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათი შემოწმებისა და საბოლოო ავტორიზაციის მოთხოვნით; მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** "უმოძრაო" სტატუსის მქონე კლიენტების კონტროლი. ფილიალებიდან სტატუსის გაუქმებაზე მიღებული მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი ქმედება;
** საბანკო პროგრამაში ბანკის თანამშრომლების სახელზე გახსნილი "კლიენტების" კონტროლი და მისი შესაბამისობაში მოყვანა ადამიანური რესურსების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად (კლიენტზე "თანამშრომლის" სტატუსის მინიჭება/მოხსნა, ატრიბუტებში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება, ანგარიშებზე შესაბამისი ტარიფის მინიჭება/მოხსნა); ბანკის თანამშრომლებზე საბანკო პროგრამაში შესაბამისი აღნიშვნების (ბანკის კლიენტზე აღნიშვნები და ანგარიშებზე თანამშრომლის ტარიფი) სისრულის კონტროლი და HR- თვის დადასტურება;
** ცენტრალიზებული ფილიალებიდან მიღებული კლიენტების განაცხადების საფუძველზე შესაბამისი სერვისების (სატარიფო პაკეტი, მუდმივი დავალება, სმს მომსახურება, ინტერნეტბანკი, დეპოზიტი, ავტომატური გადახდები)აქტივაცია/დეაქტივაცია;
** ხაზინის დასტურით შეთანხმებული კურსით კონვერტაციის გატარება;
** ბიზნესის მხრიდან შეთავაზებების შესაბამისად ახალი ტერიფების შექმნა და ანგარიშებზე მინიჭება;
** დეპოზიტების მოდულში პროცენტების ცვლილება;
** სახელფასე პროექტით გათვალისწინებული სიებით სტანდარტ მოდულიდან ანგარიშების გახსნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ხარისხი, საბანკო საქმე
** საბანკო-საფინანსო სექტორში შესაბამისი პროფილით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft office (Excel, Word, Powerpoint, Outlook)
** პროგრამები: B6, STANDARD სრულყოფილად ცოდნა
** შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
** ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "ოპერაციების ადმინისტრირების ჯგუფის სპეციალისტი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 3 სექტემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე