"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების ამგროვებლის პოზიციაზე.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ვებგვერდიდან შემოსული ონლაინ შეკვეთების მიღება და დამუშავება;
** შეკვეთაში მითითებული პროდუქციის ფილიალში მოძიება და შეგროვება;
** პროდუქციის რაოდენობისა და შესაბამისობის გადამოწმება;
** შეკვეთების ხარისხიანად შეფუთვა და გასაცემად მომზადება.
** შეკვეთების სისტემაში შესაბამისი სტატუსების დროულად განახლება;
** პროდუქტის არარსებობის ან დეფიციტის შემთხვევაში ინფორმაციის დაფიქსირება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან დაკავშირება შეკვეთასთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად;
** მომზადებული შეკვეთების კურიერისთვის ან მომხმარებლისთვის დროული გადაცემა;
** ონლაინ შეკვეთებისთვის განკუთვნილი პროდუქციის მოწესრიგებისა და სწორად განთავსების უზრულველყოფა;
** შეკვეთების სიზუსტისა და შესრულების ვადების კონტროლი;კომპანიის მომსახურების
** სტანდარტებისა და შიდა პროცედურების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში ფილიალის ყოველდღიური საოპერაციო პროცესებში ჩართულობა;
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ადგილმდებარეობა: თბილისი
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ონლაინ შეკვეთების ამგროვებელი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|