Робота для біженців з України
კვების ტექნოლოგი, კონდიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვების ტექნოლოგი, კონდიტერი
მომწოდებელი: გემოების ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
"Taste Lab" ეძებს კვების ტექნოლოგს — საკონსულტაციო თანამშრომლობისთვის

"Taste Lab" არის ინოვაციური საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავითარებს სუბლიმირებულ (freeze-dried) პროდუქტებს რძის, ხილისა და სხვა ნატურალური ინგრედიენტების ბაზაზე.

ვეძებთ გამოცდილ კვების ტექნოლოგს, რომელიც საკონსულტაციო ფორმატში ჩაერთვება ჩვენი არსებული პროდუქტების დახვეწასა და ახალი, პრემიუმ ხარისხის პროდუქტების ჩამოყალიბებაში.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

** რძის ბაზაზე შექმნილი სუბლიმირებული პროდუქტების შეფასება, დახვეწა და გაუმჯობესება;
** პროდუქტის ტექსტურის, სტრუქტურისა და სტაბილურობის გაუმჯობესება;
** სხვადასხვა ინგრედიენტის, დამატკბობლისა და ფუნქციური კომპონენტის დატესტვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** ვიტამინებისა და სხვა საკვები ნივთიერებების დამატების შესაძლებლობების შეფასება;
** გემოს, არომატის, ტექსტურისა და საერთო ორგანოლეპტიკური მახასიათებლების გაუმჯობესება;
** რეცეპტურის ოპტიმიზაცია სუბლიმაციის ტექნოლოგიის გათვალისწინებით;
** ტექნოლოგიური რეკომენდაციების მომზადება წარმოებისთვის;
** სტაბილური, გამორჩეული და პრემიუმ ხარისხის პროდუქტის ჩამოყალიბება.

თანამშრომლობის ფორმატი: მოქნილი საკონსულტაციო გრაფიკი — კვირაში 1 დღე სამუშაო შეხვედრებისათვის

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და თანამშრომლობის ფორმატის მიხედვით.
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო — ვაჟა-ფშაველას გამზირი.

-----------------------------------------------------------------------------------

"Taste Lab" აცხადებს ვაკანსიას — კონდიტერის პოზიციაზე

"Taste Lab" არის ინოვაციური საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის სუბლიმირებულ (freeze-dried) სნექებს და ავითარებს ახალ პროდუქტებს რძის, ხილის, პროტეინისა და სხვა ინგრედიენტების ბაზაზე.

ვეძებთ კონდიტერს, რომელიც იმუშავებს როგორც უკვე არსებული რეცეპტებით, ასევე ჩაერთვება ახალი გემოებისა და პროდუქტების განვითარებაში.

ძირითადი სამუშაოები:

** რძის პროდუქტების მიქსირება ხილთან და სხვადასხვა ინგრედიენტებთან, შემდგომი სუბლიმაციისთვის;
** ხილის მომზადება, დამუშავება და მომზადება სუბლიმაციის პროცესისთვის;
** პროტეინის Jelly Gum-ების მომზადება;
** სუბლიმირებული ბურთულების შოკოლადითა და სხვადასხვა გარსით დაფარვა და ტემპერირება;
** არსებული რეცეპტების მიხედვით პროდუქციის მომზადება;
** ახალი გემოებისა და პროდუქტების გატესტვა და შემუშავება;
** რეცეპტების დახვეწა და ახალი იდეების შეთავაზება.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი — 1, 500 ლარი;
** დამატებითი ბონუსი — 500 ლარამდე, პერფორმანსისა და მიღწეული შედეგების მიხედვით;
** ახალი წარმატებული პროდუქტისა თუ გემოს შექმნა დამატებით გათვალისწინებული იქნება საბონუსე სისტემაში.

სამუშაო გრაფიკი:

** ყოველ მეორე დღეს — 6 საათი.
** შესაძლებელია დღის ან საღამოს ცვლა, თქვენზე მორგებული განრიგით.

ლოკაცია:

თბილისი, საბურთალო — ვაჟა-ფშაველას გამზირი.

თუ გაინტერესებთ ახალი პროდუქტების შექმნა, ექსპერიმენტები და თანამედროვე კვების ტექნოლოგიებთან მუშაობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: mail.sandrokandelaki@gmail.com ან მოკლე ინფორმაცია თქვენს გამოცდილებაზე.

https://www.taste-lab.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე