Робота для біженців з України
ბრენდის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდის სპეციალისტი
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.

"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას ბრენდის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის სტრატეგიის და მარკეტინგული აქტივობების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** ბრენდების წლიური გეგმების შემუშავება ბრენდ სტრატეგიის საფუძველზე, მათ შორის: ბრენდის როლი, პოზიციონირება, ზრდის მიზნები, ბრენდის აქტივობები და სხვა;
** ბრენდის გეგმებთან შესაბამისობაში დეტალური აქტივობების კალენდრის შექმნა და თითოეული აქტივობისთვის KPI-ების განსაზღვრა;
** სააგენტოებისათვის სრულყოფილი კამპანიის ბრიფების მომზადება;
** მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და ხელმძღვანელობა, მათ შორის საკომუნიკაციო მასალების მომზადება სხვადასხვა არხებისთვის (Digital, OOH, TVC, Online Media, Retail and others);
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ანალიზში, შეფასებასა და/ან ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
** ბრენდის ბიუჯეტის შემუშავება, მონიტორინგი და კონტროლი;
** ახალი პროდუქტების (NPD) განვითარების და ბაზარზე ჩაშვების პროცესის მართვა, მონაწილეობა, აღსრულების/პროდუქტის ჩაშვების სრული კოორდინაცია. შიდა გუნდებთან (ტექნიკური, შესყიდვები, გაყიდვები და სხვა) და გარე პარტნიორებთან (დიზაინ და კრეატიული სააგენტოები, მომწოდებლები და სხვა) მჭიდრო თანამშრომლობით;
** პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა;
** ბრენდის სოციალური მედია არხების მართვაში მონაწილეობა, სააგენტოების ბრიფინგი და კოორდინაცია;
** სოციალური მედიის კონტენტ სტრატეგიის განსაზღვრა, კონტენტ კალენდრის მონიტორინგი და ბრენდთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სააგენტოების მიერ მომზადებული კონტენტის, ვიზუალების და კამპანიების შეფასება, უკუკავშირის მიწოდება და დამტკიცების პროცესის მართვა;
** სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა, KPI-ების განსაზღვრა და შედეგების მონიტორინგი;
** სააგენტოების ეფექტიანობის შეფასება და თანამშრომლობის პროცესების ოპტიმიზაცია;
** სხვადასხვა ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა; (ბრენდის აქტივობები, ბაზრის და გაყიდვების ანალიზი და სხვა);
** სხვადასხვა შეთავაზებების ანალიზი და შესაბამისად რეაგირება;
** პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
** ბრენდის ღონისძიებების სრული კოორდინაცია.
** კომპანიაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სისტემური გატარებების განხორციელება და კონტროლი; ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში ფინანსური დოკუმენტაციის მართვა და თვის დახურვის ოპტიმიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენა - B2 საფეხური;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის დეპარტამენტში (სასურველია FMCG-ის მიმართულებით);
** აქტიური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონტროლისა და ანალიზის უნარი.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://www.natakhtari.com

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com.

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 05 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე