|
დასახელება:
შეფ-კონდიტერი
|
| მომწოდებელი:
კაფე სისი
|
|
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
|
ჩვენ ვქმნით თანამედროვე კაფეს, სადაც გემო, ხარისხი და ვიზუალური ესთეტიკა ერთნაირად მნიშვნელოვანია.
ვეძებთ შეფ-კონდიტერს, რომელიც უხელმძღვანელებს საკონდიტრო მიმართულებას და იზრუნებს მაღალი ხარისხის დესერტებისა და ცომეულის შექმნაზე, პროდუქციის სტაბილურობაზე, ვიზუალურ მხარესა და სამუშაო პროცესის სწორად ორგანიზებაზე.
მოვალეობები:
** დესერტებისა და ცომეულის მომზადებისა და წარმოების პროცესის ორგანიზება
** რეცეპტურის შემუშავება, დახვეწა და სტანდარტიზაცია
** პროდუქციის გემოსა და ხარისხის სტაბილურობის უზრუნველყოფა
** ვიტრინისთვის ვიზუალურად მიმზიდველი და თანამედროვე დესერტების შექმნა
** ახალი დესერტებისა და საკონდიტრო პროდუქტების განვითარება
** ნედლეულის შერჩევა, სწორად გამოყენება და ხარჯვის კონტროლი
** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი
** საკონდიტრო გუნდის სამუშაო პროცესის ორგანიზება და დავალებების გადანაწილება
** პროდუქციის თვითღირებულებისა და დანაკარგების კონტროლი
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების უზრუნველყოფა
მოთხოვნები:
** შეფ-კონდიტერად ან კონდიტერად მუშაობის გამოცდილება
** საკონდიტრო ტექნოლოგიებისა და წარმოების პროცესების კარგი ცოდნა
** კრეატიულობა და ახალი იდეების შექმნის უნარი
** დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი ესთეტიკური გრძნობა
** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა
** გუნდის მართვისა და თანამშრომლების კოორდინაციის უნარი
** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
** თანამედროვე საკონდიტრო მიმართულებებისა და ტექნიკების ცოდნა/ინტერესის ქონა
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს
** სტაბილურ თანამშრომლობას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** საკუთარი რეცეპტებისა და იდეების რეალიზების შესაძლებლობას
** საკონდიტრო მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების შესაძლებლობას
ლოკაცია: ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, N 2
გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: sisitiflisi@gmail.com და სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
|
|
|
|