Робота для біженців з України
ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** ხარჯების ანალიზის წარმართვა, დანადგარებისა და მოწყობილობების პარეტოს ანალიზის შექმნა
** ტექნიკური ხარჯების შემცირების უზრუნველყოფა, ხარისხის შენარჩუნების გზით.
** ინჟინერ-მექანიკოსების გუნდის ეფექტური მართვა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების მომსახურებაზე
** სათანადო დოკუმენტ-ბრუნვის წარმართვა სათადარიგო ნაწილების ჩამოწერისთვის, დასრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება
** წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების შეფერხების მიზეზების ანალიზის ჩატარება, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
** პასუხისმგებელია დაქვემდებარებული პერსონალის განვითარებასა და ტექნიკური თანამშრომლების (ოპერატორები, ინჟინრები) პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების ამაღლებაზე.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით
** 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური, ენერგეტიკული მიმართულებით კვების მრეწველობაში ან მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში
** პრაქტიკული გამოცდილება აღჭურვილობის დამონტაჟებაში ან ექსპლუატაციაში და კვების მრეწველობის ძირითადი პროცესებისა და ტექნოლოგიების ცოდნა.
** სახელმწიფო სტანდარტების, ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა ენერგეტიკის, მეტროლოგიის, სამრეწველო და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.
** MS Office-ის ცოდნა; AutoCad, 1C სასურველია
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური - B2 დონეზე
** ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები
** პროექტების მართვის უნარი
** ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალთა გუნდთან ერთად განვითარება
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
** კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი (ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი)
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 20 სექტემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე