|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
თურსა
|
|
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
|
კომპანია "თურსა" ეძებს სუპერმარკეტის კონსულტანტს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება.
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას 2-3 დღე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00 მონაცვლეობით.
** დასვენება: კვირაში 1 დღე;
** ანაზღაურება: პირველი თვე 1000 ლარი, 3 თვის შემდეგ 1150 ლარი.
** ჯანმრთელობის დაზღვევა და მეცამეტე ხელფასი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Hr@tursa.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "კონსულტანტი". კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
|
|
|
|