Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: ბონკაფე
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
ჩვენს გუნდში ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე.

"ბონკაფე" წარმოადგეს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს. პურ-ფუნთუშეულს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს. ცივ და ცხელ სასმელებს.

მისამართი: ნეკერჩხლის 2; "მწვანე ქალაქი ლისზე".

პირობები:

** ანაზღაურება: 1200 + ბონუსი
** დასვენება 6/1 (6.5 სთ სამუშაო გრაფიკი)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი

გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კადრების ტრანსპორტირებას;
** თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება ნაწარმოებ პროდუქციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლების კონსულტაცია;
** სალაროს ოპერაციების შესრულება;
** სხვადასხვა სახეობის ცივი და ცხელი სასმელების მომზადება;
** ონლაინ შეკვეთების კოორდინირება;
** სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
** სტუმრების მიერ მიღებული უკუკავშირის შესაბამის ზედამხედველთან გაზიარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაციისა და გამართულად მეტყველების უნარები.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: boncafetbilisi@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე