|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
ბონკაფე
|
|
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
|
"Boncafé • ბონკაფე" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს მზარეულის პოზიციაზე.
"ბონკაფე" წარმოადგეს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს, პურ-ფუნთუშეულს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს, ცივ და ცხელ სასმელებს.
გრაფიკი: კვირაში 40 საათი, მოქნილი გრაფიკით.
ხელფასი: 1500 ლარი + ბონუსი
დასვენება: 5/2
გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - ცვლების მიხედვით, კვირაში 40 სთ;
** კადრების ტრანსპორტირებას;
** თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება ნაწარმოებ პროდუქციაზე .
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცილება ჩაითვლება უპირატესად;
** განათლება კვების ტექნოლოგიების ან მზარეულის პროფესიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო დღის განმავლობაში მენიუში არსებული პროდუქტების (სენდვიჩების, სალათების, ცხელი კერძების და სხვა) მომზადება;
** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
** შეკვეთების ყურადღებით, რეცეპტების შესაბამისად მომზადება;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს დანადგარებისა და ინვენტარის გამართულობის მონიტორინგი;
** მომდევნო სამუშაო დღისთვის მარაგების მომზადება;
** ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტის დაცვა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ენერგიული, პოზიტიური, პუნქტუალური, გუნდური მუშაობის უნარის მქონე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: Boncafetbilisi@gmail.com.
|
|
|
|