Робота для біженців з України
Affiliate/CRM მარკეტინგ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Affiliate/CRM მარკეტინგ მენეჯერი
მომწოდებელი: Talkpal
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.

სამუშაოს აღწერა: ჩვენი პროდუქტის (iOS, Android, and Web, Business) Affiliate, CRM, Email Marketing-ის განვითარებისთვის ვეძებთ Affiliate/CRM მარკეტინგ მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენი მარკეტინგის გუნდს და იზრუნებს მის განვითარებაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: დისტანციური
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

შენი ძირითადი სამუშაო:

** Affiliate მარკეტინგის არხების მართვა საერთაშორისო ბაზარზე
** Email მარკეტინგის კამპანიების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაცია
** Push შეტყობინებებისა და in-app (აპლიკაციის შიდა) კომუნიკაციების მართვა
** A/B ტესტირება
** მომხმარებელთა ჯგუფების სეგმენტირება და მათზე მორგებული პერსონალიზებული კომუნიკაცია
** პროდუქტის და მარკეტინგის გუნდებთან აქტიური მუშაობა
** ახალი პოტენციალის იდენტიფიცირება CRM და Performance მარკეტინგულ არხებზე
** რეპორტინგი, დეშბორდების შექმნა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება

შენ მოგაქვს:

** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება CRM, Lifecycle, ან Growth Marketing-ის მიმართულებით
** Affiliate მარკეტინგული არხების მართვისა და მასშტაბირების პრაქტიკული გამოცდილება
** CRM პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
** Push შეტყობინებებთან მუშაობის გამოცდილება
** პროდუქტისა და მარკეტინგული ანალიტიკის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ (C1/C2) დონეზე ფლობა

რატომ უნდა შემოგვიერთდე:

** გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის
** გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება
** მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

იხილეთ ბმული: https://zurl.to/x2ln?source=jobs.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc. ის თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე