Робота для біженців з України
სასკოლო ფესტივალი - მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასკოლო ფესტივალი - მოლარე
მომწოდებელი: სანტა ესპერანსა
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა" აცხადებს ვაკანსიას სასკოლო ფესტივალზე მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაოს ხანგრძლივობა: 1-20 სექტემბერი.
სამუშაო გრაფიკი: ერთი ცვლა 6 სთ.
სამუშაოს ანაზღაურება: დღეების მიხედვით, ცვლა 40 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის სალაროში გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
** სალარო აპარატისა და POS-ტერმინალის სწორად გამოყენება;
** სალაროს სამუშაო ადგილის მოწესრიგებულად შენარჩუნება;
** სალაროსთან დაკავშირებული პრობლემის ან შეუსაბამობის შესახებ პასუხისმგებელი პირის დროული ინფორმირება

აუცილებელი მოთხოვნები:

** მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
** ელემენტარული არითმეტიკული გაანგარიშების უნარი;
** მომხმარებელთან თავაზიანი და გამართული კომუნიკაცია უშუალოდ ანგარიშსწორების პროცესში;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური, გაწონასწორებული და თავაზიანი;
** მოსმენის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@santaesperanza.ge

წინასწარ ჩატარდება ტრენინგი და სტაჟირება.

საგანში მიუთითეთ სასკოლო ფესტივალი, სხვა შემთხვევაში, კანდიდატი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე