Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Hilton Batumi
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
"სასტუმრო ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე

"ჰილტონში" თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის მიღება და შესყიდვის ორდერებთან შედარება;
** რაოდენობის, ხარისხისა და ვარგისიანობის შემოწმება;
** შეუსაბამობების გამოვლენა და მოგვარება;
** საქონლის საწყობში/დეპარტამენტში განაწილება და აღრიცხვა;
** ინვოისებისა და მიღებული საქონლის გადამოწმება;
** საწყობისა და მიღება-ჩაბარების ზონების კონტროლი;
** ინვენტარიზაციასა და თვის ბოლოს ანგარიშგებაში მონაწილეობა;
** მომწოდებლებთან და სასტუმროს დეპარტამენტებთან კომუნიკაცია;
** სურსათის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მოვალეობების შესრულება.

უნარები და გამოცდილება:

** საქონლის მიღებისა და აღრიცხვის გამოცდილება;
** შესყიდვებისა და მარაგების მართვის ცოდნა;
** Excel, Word და შესაბამისი პროგრამების ცოდნა;
** ინგლისურის საშუალო დონე და კარგი კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წახალისებებსა და ჯილდოებს;
** GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
** ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
** 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
** 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.

სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დაინტერესებულებმა რეზიუმე გამოგზავნეთ: BUSBT_Batumi_Career@hilton.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე