"Royal Finance Academy" აცხადებს კონკურსს Excel-ის 1-თვიანი პროფესიული კურსის ტრენერის პოზიციაზე.
RFA არის ფინანსური და ბიზნეს განათლების პროფესიული აკადემია, რომლის ქსელში გაერთიანებულია 135 პრაქტიკოსი ტრენერი და მოწვეული სპეციალისტი.
ჩვენთვის ტრენერი არის არა მხოლოდ ლექტორი, არამედ პროფესიონალი, რომელსაც ვანდობთ ჩვენი სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. სწორედ ამიტომ RFA-ში ტრენერების შერჩევა მრავალეტაპიანი და კონკურენტულია.
სავალდებულო მოთხოვნები:
** Excel — Advanced / Expert Level
** მინიმუმ 1-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ტრენერის პოზიციაზე.
** ფინანსურ, საბუღალტრო, ანალიტიკურ ან ბიზნეს გარემოში Excel-თან მუშაობის გამოცდილება
** IF, SUMIFS, COUNTIFS, VLOOKUP, XLOOKUP, INDEX/MATCH-ის სრულყოფილი ცოდნა
** Pivot Table, Data Validation და Conditional Formatting
** Dashboard-ებისა და პროფესიული ანგარიშების შექმნა
** მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ძლიერი უნარები
** გამართული კომუნიკაცია და ცოდნის პროფესიულად გადაცემის უნარი
ტრენერობის გამოცდილება და საერთაშორისო სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.
კურსის ძირითადი მიმართულებები:
** Excel-ის პროფესიული ფუნქციები
** ლოგიკური ფორმულები
** VLOOKUP/XLOOKUP
** INDEX/MATCH
** მონაცემთა დამუშავება
** Pivot Table
** Conditional Formatting
** Data Validation
** დიაგრამები და ვიზუალიზაცია
** Dashboard-ები და პროფესიული ანგარიშგება
შერჩევის 5 ეტაპი:
I — განაცხადების შეფასება
II — Excel-ის ტექნიკური დავალება
III — პროფესიული გასაუბრება
IV — Demo Lecture
V — საბოლოო შეფასება და შერჩევა
ყველა ეტაპის გავლა არ ნიშნავს ავტომატურად თანამშრომლობის შეთავაზებას. RFA იტოვებს უფლებას არ შეარჩიოს კანდიდატი, თუ მისი პროფესიული დონე არ აკმაყოფილებს აკადემიის სტანდარტს.
განაცხადისთვის სავალდებულოა: CV + სამოტივაციო წერილი + კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები
არასრული განაცხადი არ განიხილება და კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე ვერ გადავა.
ელფოსტა:
rfa.academy.rfa@gmail.com
Subject: Excel Trainer | სახელი გვარი
სამუშაო ფორმატი: ონლაინ (განიხილება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი ლოკაცია)
|