|
დასახელება:
ტენდერების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Control - R
|
|
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
|
კომპანია "Control - R" რომლის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სფეროში გამოცხადებული სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიებას, ანალიზს, მათში მონაწილეობის ორგანიზებასა და სატენდერო პროცესების სრულ ადმინისტრირებას, აცხადებს ვაკანსიას ტენდერების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00- საათამდე;
** სამუშაო ადგილი: გლდანი, რამაზ შენგელიას ქ. N7;
** ანაზღაურება შეთანხმებით.
პოზიციის მიზანი:
ტენდერებთან დაკავშირებული პროცესების სრული ადმინისტრირება და კოორდინაცია — შესაბამისი ტენდერების მოძიებიდან და შეფასებიდან, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის ჩათვლით, ტენდერში მონაწილეობის პროცესის მართვა და გამარჯვების შემთხვევაში საქმის შესაბამის მიმართულებაზე/პასუხისმგებელ პირზე სრულად გადაბარება.
ძირითადი მოვალეობები:
** სახელმწიფო და კერძო შესყიდვებთან დაკავშირებული შესაბამისი ტენდერების მოძიება და რეგულარული მონიტორინგი;
** ტენდერების პირობების, ტექნიკური დავალებების, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა;
** ტენდერში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის განსაზღვრა, შეგროვება და მომზადების პროცესის კოორდინაცია;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
** სატენდერო განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და წარდგენა;
** ტენდერის მიმდინარეობის კონტროლი და ვადების მონიტორინგი;
** სატენდერო პროცედურის ფარგლებში დამატებითი მოთხოვნების, დაზუსტებებისა და კორესპონდენციის მართვა;
** ტენდერში მონაწილეობის სრული პროცესის კოორდინაცია შედეგის დადგომამდე;
** გამარჯვების შემთხვევაში, ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულად მოწესრიგება და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე/განყოფილებაზე გადაბარება;
** ტენდერებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სისტემატიზაცია და არქივირება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ტენდერების/სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და ადმინისტრირების გამოცდილება
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პუნქტუალური და შედეგზე ორიენტირებული;
** სწრაფად ადაპტირებადი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: geocontrol.r@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|