Робота для біженців з України
ელექტრო მექანიკოსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო მექანიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს ელექტრო მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ანაზღაურება: 1886 ლარი.
სამუშაოს ტიპი: ცვლაში მუშაობა.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტროქსელის, სარეზერვო ენერგიის წყაროების ყოველდღიური დათვალიერება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების და შეუფერხებლად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობის უზრუნველყოფა, მათზე გატარებული ღონისძიებების შესახებ დოკუმენტების, ჟურნალების, ელექტრონული ბაზის წარმოება.
** ელექტროქსელისა და დანადგარების მონტაჟი/განახლების საჭიროების იდენტიფიცირება და წინადადებების მომზადება.
** ელექტროსისტემაში არასანქცირებული ჩარევის გამოვლენის უსაფრთხოების ზომების გატარება, ხელმძღვანელობის სწრაფი ინფორმირება და წერილობითი რაპორტის მომზადება.
** პერსონალისთვის ელექტროუსაფრთხოების წესების გაცნობა, მისი დაცვის მეთვალყურეობა, დარღვევებზე სატანადო მითითებების გაცემა და ხელმძღვანელობის ინფორმირება.
** ენერგოეფექტურობის კონტროლი, არარაციონალური ხარჯვის აღკვეთა და ანგარიშგება.
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა.
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული (ზეპირი/წერილობითი) ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო (სასურველია: პროფესიული ან უმაღლესი ტექნიკური განათლება, ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის, ტელეკომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროში);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრომექანიკოსის ან მსგავს პოზიციაზე;
** ელექტროუსაფრთხოების მოქმედი საკვალიფიკაციო ჯგუფი (მინიმუმ III ჯგუფი) სავალდებულოა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
** სასურველია საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (სასურველია ტექნიკური ინგლისურის ან რუსულის ცოდნა).

დამატებითი მოთხოვნები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკური მზაობა მოძრავი სამუშაოსთვის (ან სიმაღლეზე მუშაობისთვის, საჭიროებისამებრ);
** კომუნიკაციის უნარი.

კონკურსის ეტაპებია:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით.

CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე