შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ლოგისტიკის დეპარტამენტის ლოგისტიკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება : 5 040 ლარი (GROSS)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ცენტრალურ საწყობში განთავსებული, კომპანიის გამართული ფუნქციონირებისათვის შესყიდული, მარაგ-ნაწილების ოდენობების მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ნაშთების შესახებ ინფორმაციის კომპანიის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა;
** საინვენტარიზაციო საქმიანობაში ჩართულობა; საინვენტარიზაციო კომისიის წევრების სამუშაო პროცესის ხელშეწყობა; ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად განხილვა და ბუღალტრულ მონაცემებთან შედარება;
** შესყიდული საქონლის მიღების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (მიღება-ჩაბარებისა და ინსპექტირების აქტების მომზადება);
** სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მიერ საქონლის შესყიდვის მოთხოვნით გაკეთებული განაცხადების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ცენტრალურ საწყობში არსებული მარაგების გადამოწმება/შესყიდვის განხორციელების მიზანშეწონილობის დადგენა;
** კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ფიტინგური მასალების, ავეჯის, საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის ნაშთების დადგენას და შემდგომში შესყიდვის განხორციელების მიზნით ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** დასაგეგმი ბიუჯეტისათვის საჭირო ავეჯის, საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის ნაშთების დადგენას და შემდგომში შესყიდვის განხორციელების მიზნით ტექნიკური მონაცემებისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაციის კომპანიის ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;
** კომპანიის სათავო ოფისის კომუნალური ხარჯების აღრიცხვას და ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის/ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;
** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე განსახორციელებელ შესყიდვებში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულობა;
** კომპანიის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების მოვლა-შენახვა-დაცულობის კონტროლი; კომპანიის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გადაადგილების კონტროლი;
** საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, კომპანიის დებულებით, შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესითა და სხვა აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება;
** სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან და აუცილებელია მისი ეფექტური ფუნქციონირებისათვის;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსის, სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; სასურველი მაგისტრი/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: პრიორიტეტია მენეჯმენტი, ფინანსები, ეკონომიკა.
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის ან მომიჯნავე სფეროში; მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე 1 წლის სამუშო გამოცდილება.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ენების ცოდნა: სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი;
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
|