Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ +
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
კომპანია "გლობალ პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე!

ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს. ის აქტიურად ჩაერთვება კომპანიის პროდუქციის გაყიდვებში და იზრუნებს ჩვენს განვითარებაზე. კომპანია, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კომფორტულ სამუშაო გარემოსა და მოტივაციის ამაღლების მექანიზმებს, რადგან გვჯერა, რომ თანამშრომელზე ზრუნვა კომპანიის წარმატების საწინდარია.

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი ხელფასი გაიზრდება ყოველ 3 თვეში
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე (შაბათი კვირა - დასვენება)
სამუშაო საათები: დილის 11:00-დან საღამოს 18:00-მდე
მდებარეობა: თბილისი, კონსტანტინე სტანისლავსკის ქ. N3

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის (ენერგეტიკა კამერები სახანძრო გახმოვანება სიგნალიზაცია უსაფრთხოების სისტემები bms cctv it) ეფექტური პრეზენტაცია და გაყიდვების პროცესის მართვა;
** მომხმარებლებთან ეფექტური, მეგობრული და პროფესიონალური კომუნიკაციის დამყარება;
** გაყიდვების მოცულობის ზრდაზე აქტიური მუშაობა.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** მაღალი კომუნიკაბელურობა და პოზიტიური განწყობა;
** მიზანდასახულობა და საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარს;
** გაყიდვებიდან მიღებულ მაღალ ბონუსს: დამატებით 5%-ს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარების შესაძლებლობით.
** ყოველთვიურად, მოვალეობების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ხელფასი გაიზრდება.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და ფოტო ელექტრონულ მისამართზე: info@globalplus.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 598 71 71 22. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ოფისის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე