სადისტრიბუციო კომპანია შპს "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობაზე: საერთაშორისო შესყიდვებისა და საბაჟო პროცედურების სპეციალისტი - ქუთაისი
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის/მომწოდებლების მოძიება და საუკეთესო პირობების შეთანხმება.
** იმპორტირებული ტვირთების წინასწარი დეკლარირება და შესაბამისი საბაჟო პროცედურების მართვა.
** პროდუქციის სეს ესნ (HS) კოდების განსაზღვრა და თანმხლები დოკუმენტაციის (EUR.1, CT-1, CMR, BL, Certificate of Origin) მომზადება/შემოწმება.
** საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბაჟო დეკლარანტად ან საბაჟო პროცედურების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა).
** საბაჟო პროგრამებთან/სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ASYCUDA / RS.GE).
** წინასწარი დეკლარირებისა და საბაჟო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად).
** საერთაშორისო შესყიდვებსა და ლოჯისტიკაში გამოცდილება.
** ენების ცოდნა სავალდებულოა: ქართული ინგლისური და რუსული
პირობები:
** ანაზღაურება: 2000 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე:hr.tbilisi@olimpi.ge და გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 555 40 90 25
|