Робота для біженців з України
ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: ხელზე 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** დაურეკოს პოტენციურ მეპატრონეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უძრავი ქონების ქირით გაცემით ან გაყიდვით.
** შესთავაზოს მეპატრონეებს სააგენტოს მომსახურება და აუხსნას თანამშრომლობის პირობები.
** დაინტერესებულ მეპატრონეს გამოაგზავნინოს საჭირო ინფორმაცია და უძრავი ქონების ფოტოები.
** მიღებული ინფორმაცია და ფოტოები ატვირთოს სააგენტოს შესაბამის პლატფორმებზე.
** სამუშაო დღის განმავლობაში მიღებული შედეგების შესახებ გაუგზავნოს მენეჯერს მოკლე რეპორტი.

ვის მოერგება ეს სამსახური

მნიშვნელოვანია:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი საუბარი;
** ტელეფონზე ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპიუტერისა და ინტერნეტის საბაზისო ცოდნა;
** დავალებების დამოუკიდებლად შესრულების უნარი.

სამუშაოს მთავარი მიმართულებაა პოტენციურ მეპატრონეებთან დაკავშირება, სააგენტოს მომსახურების შეთავაზება და მიღებული განცხადებების დამუშავება.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hrcherrybatumi@gmail.com 5 სექტემბრამდე და ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე