Робота для біженців з України
შესყიდვისა და იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვისა და იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ფექიჯინგ სერვისი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
ერთ-ერთი მოწინავე შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია ფექიჯინგ სერვისი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვისა და იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი

პოზიციის მიზანი: ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოტივირებულ და გამოცდილ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შესყიდვისა და იმპორტის პროცესების ეფექტიან მართვას, საიმედო მომწოდებლების მოძიებასა და მათთან თანამშრომლობის განვითარებას, ოპტიმალური კომერციული პირობების უზრუნველყოფას, მიწოდების ვადებისა და ხარჯების კონტროლსა და კომპანიის უწყვეტ მომარაგებას

ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება და მართვა;
** შესყიდვების პროცესის სრული კონტროლი;
** კომერციულ პირობებზე მოლაპარაკება;
** შეკვეთების განთავსება და შესრულების კონტროლი;
** იმპორტისა და ლოგისტიკის პროცესების მართვა;
** მიწოდების ვადების კონტროლი და მომწოდებლების მუდმივი Follow-up;
** წარმოქმნილი პრობლემების დროული და დამოუკიდებელი გადაწყვეტა;
** შესყიდვების დოკუმენტაციისა და პროცესის სიზუსტის კონტროლი;
** შესყიდვების ოპტიმიზაცია და ალტერნატიული მომწოდებლების განვითარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** Procurement / Purchasing მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** Import / International Trade მიმართულებით გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** თურქულ ენაზე კომუნიკაცია ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ძლიერი მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარები;
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის აღების და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** სწრაფი რეაგირება და ძლიერი Follow-up უნარი.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
** პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: tarakhamia@onepoint.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე