|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
ბაზა ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
"ბაზა ჯგუფი" - კვების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც აერთიანებს კაფეტერიებს, საწარმოო და ქეითერინგის მიმართულებებს - აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. კაფეტერიის მზარეული
სამუშაო პირობები:
** მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი 99
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, ორშაბათი-პარასკევი
** დასვენება: შაბათი-კვირა
** ანაზღაურება: 1400 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად;
** მომზადებული პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
** ნედლეულის სწორად და რაციონალურად გამოყენება, მარაგებისა და ვარგისიანობის კონტროლი;
** მზა პროდუქციის შენახვის, მარკირებისა და გაცემის წესების დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის მოთხოვნების დაცვა;
** სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და დანაკარგების მინიმალიზაცია;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეფუთვა და პორციებად მომზადება.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და საქმისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
2. მცხობელი
სამუშაო პირობები:
** მისამართი: დიღმის მასივი
** სამუშაო დრო: 9-საათიანი სამუშაო დღე
** სამუშაო გრაფიკი: 5/2
** ანაზღაურება: 1400 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** პურისა და სხვადასხვა საცხობი ნაწარმის მომზადება დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად;
** ცომის მომზადება, დამუშავება, ფორმირება და გამოცხობა;
** მზა პროდუქციის ხარისხის, წონისა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი;
** წარმოების გეგმის შესაბამისად პროდუქციის დროული მომზადება;
** ნედლეულის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი და მისი რაციონალურად გამოყენება;
** საცხობი დანადგარებისა და ღუმელების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
** სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის მოთხოვნების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეფუთვასა და გასაცემად მომზადებაში მონაწილეობა;
** ინვენტარიზაციისა და მარაგების კონტროლის პროცესში მონაწილეობა.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
** საცხობი მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას;
** ცომთან მუშაობისა და საცხობი დანადგარების გამოყენების ცოდნას;
** პასუხისმგებლობას, პუნქტუალურობასა და ორგანიზებულობას;
** პროდუქციის ხარისხისადმი ყურადღებიან დამოკიდებულებას;
** გუნდური მუშაობის უნარს;
** ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნას - სამუშაო პროცესი მოიცავს ნედლეულის, პროდუქციისა და ინვენტარის გადაადგილებას.
3. საწარმოს მზარეული
სამუშაო პირობები:
** მისამართი: დიღმის მასივი
** სამუშაო დრო: 9-საათიანი სამუშაო დღე
** სამუშაო გრაფიკი: 5/2
** ანაზღაურება: 1800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის მომზადება დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად;
** კომპანიის კაფეტერიებისთვის, ლანჩბოქსებისთვის, ფურშეტებისა და კორპორატიული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი პროდუქციის მომზადება;
** ხორცის, თევზეულის, ბოსტნეულის, სოუსების, გარნირებისა და სხვა ნედლეულის პირველადი და ტექნოლოგიური დამუშავება;
** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებების, ვიზუალური სტანდარტებისა და პორციების კონტროლი;
** წარმოების გეგმის შესაბამისად პროდუქციის დროული მომზადება;
** ნედლეულის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი და მისი რაციონალურად გამოყენება;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეფუთვა, მარკირება და ობიექტებზე გასაგზავნად მომზადება;
** მარაგების კონტროლსა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის მოთხოვნების დაცვა.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
** სხვადასხვა ტიპის ნედლეულთან და საკვებ პროდუქტებთან მუშაობის ცოდნას;
** პასუხისმგებლობას, პუნქტუალურობასა და ორგანიზებულობას;
** პროდუქციის ხარისხისა და ჰიგიენური ნორმებისადმი ყურადღებიან დამოკიდებულებას;
** სწრაფ და ორგანიზებულ სამუშაო პროცესში მუშაობის უნარს;
** გუნდური მუშაობის უნარს.
4. კაფეტერიის პასუხისმგებელი მზარეული
სამუშაო პირობები:
** მისამართი: საბურთალო
** სამუშაო დრო: 9-საათიანი სამუშაო დღე
** სამუშაო გრაფიკი: 5/2
** ანაზღაურება: 2000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კაფეტერიის სამზარეულოს ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და მართვა;
** სამზარეულოს თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაოების განაწილება და შესრულების კონტროლი;
** კერძების მომზადება და მომზადების პროცესის ზედამხედველობა დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად;
** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებების, ვიზუალური სტანდარტებისა და პორციების კონტროლი;
** მენიუსა და ტექნოლოგიური ბარათების შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა;
** ნედლეულის ხარისხის, რაოდენობისა და ვარგისიანობის კონტროლი;
** ნედლეულის რაციონალური გამოყენება და დანაკარგების მინიმალიზაცია;
** საჭირო ნედლეულისა და მარაგების განსაზღვრა და დროული მოთხოვნა;
** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
** ინვენტარიზაციისა და გენერალური დასუფთავების პროცესში მონაწილეობა;
** სამზარეულოს თანამშრომლების ინსტრუქტაჟი და სამუშაო პროცესში მხარდაჭერა.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
** სამზარეულოს სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარს;
** კერძების მომზადებისა და ტექნოლოგიური პროცესების კარგ ცოდნას;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და ორგანიზებულობას;
** პროდუქციის ხარისხისა და ჰიგიენური სტანდარტებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას;
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაოების სწორად განაწილების უნარს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 774 648.
|
|
|
|